|
2017-10-19 15:20:32, 1930 ნახვა
საზოგადოება
ბათუმს ახალი საბავშვო ბაღი შეემატა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად ურეხის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. N33 საბავშვო ბაღი 345 აღსაზრდელს მოემსახურება. მისი მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამ სართულიანი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დამონტაჟებულია პანდუსები, ეზოში მოწყობილია 4 სათამაშო მოედანი, ატრაქციონები და საჩრდილობლები. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი გამოიყო. „ძალიან მიხარია, რომ სამასზე მეტ ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე სტანდარტებით. ეს ბაღი მოემსახურება არა მარტო ურეხის მოსახლეობას, არამედ მიმდებარე ტერიტორიებსაც და ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ბათუმში 32 ბაღი ფუნქციონირებს. ბოლო წლებში აშენდა 6, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9-ს, ხოლო შენდება 1 ახალი ბაღი. ბათუმის ბაღებში სულ 7510 ბავშვი დადის. რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით მონაცემებს, აჭარაში სულ 112 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. 2013-2017 წლებში 42 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 37 ბაღს. შენდება 10 ახალი, ხოლო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაფართოვდა 12 ბაღი. უახლოეს მომავალში ამ რიცხვს 6 ახალი ბაღი შეემატება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)