|
2017-10-19 11:27:29, 1769 ნახვა
საზოგადოება
„კონგრეს-ჰოლში“, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა"-ს კონგრეს-ჰოლში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილეობდნენ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერან-ოფიცერთა კავშირის ანსამბლი „მშვიდობა", მომღერლები ირმა სოხაძე, ინგა ბერაძე, გიგი გეგელაშვილი და თაკო ოქროპირიძე. ვეტერანებს მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქრისტინე ჩაჩუამ. „ვეტერანების დღე" 2014 წლის 17 ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით დაწესდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)