|
2017-10-19 11:02:36, 1831 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდი იყო
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდი იყო და ყველა საარჩევნო სუბიექტს თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდა. პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია: „რამდენიმე დღეში საქართველოში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები თვითმმართველობის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების ცვლილებების შედეგად ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმას მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი, დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება ქვეყანაში”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)