|
2015-05-01 17:40:21, 4820 ნახვა
კულტურა
ელენე ახვლედიანის ესკიზებს რესტავრაცია ჩაუტარდა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დაცულ, ელენე ახვლედიანის შესრულებულ ოთხ ესკიზს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ესკიზები გაიწმინდა მტვრისაგან, შეივსო ნაკლული ადგილები, ჩაუტარდა დეზინფექცია და კონსერვაცია. ცნობილი მხატვრის ესკიზები 1947 წელს ქუთაისის დრამატულ თეატრში რეჟისორ დოდო ანთაძის თაოსნობით აღდგენილი კოტე მარჯანიშვილის სპექტაკლისათვის „როგორ“ შეიქმნა. ამავე სპექტაკლის სახელით თეატრში შენახული კინოფირი, რომელიც აქამდე გაუშიფრავი იყო და დადგმის ჩანაწერად ითვლებოდა, სპექტაკლში გამოყენებული 6 და 4-წუთიანი ხმოვანი კინოკადრები აღმოჩნდა. ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ფირი გაწმინდეს, დაზიანებული ადგილები შეაერთეს, გამოუცვალეს კოლოფები და ციფრულ მატარებელზე გადაიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)