|
2015-05-01 16:15:42, 1993 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარისთვის პრეზიდენტის არგუმენტები გაუგებარია
„პრეზიდენტს ჰქონდა კონსტიტუციით უფლებამოსილება, თუმცა მისი არგუმენტების არაფერი მესმის“, – ამის შესახებ განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის თანახმადაც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტისთვის მთავრობის ახალ შემადგენლობის წარდგენა 1 კვირით გადადო. მისივე თქმით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ მთავრობის საქმიანობას შესაძლოა ხელი შეუშალოს, ვინაიდან სუბარის განმარტებით, თუ პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება დაგეგმილ ვიზიტებს დაემთხვევა, გრაფიკის შეცვლა მოხდება და ზოგიერთი ოფიციალური შეხვედრა გადაიდება. ამასთან სუბარი აცხადებს, რომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია არსებობდა და პრეზიდენტმა კარგად იცოდა, თუ რა მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, სუბარის აზრით, მას დაჩქარებული წესით უნდა გადაეგზავნა მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტში. „პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებობდა კომუნიკაცია. თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო და არ უნდა მომხდარიყო ეს არეულობა, გადადება. მთავრობა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. როდესაც შეთანხმება უკვე არსებობდა და როდესაც პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა თუ რა მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო დაგეგმილი, მას დაჩქარებული წესით უნდა გაეგზავნა თავისი წინადადება პარლამენტში, რათა შეხვედრებს ხელი არ შეშლოდა. პრეზიდენტს ჰქონდა კონსტიტუციით უფლება, თუმცა მისი არგუმენტების მე არ მესმის. რადგან, როდესაც პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა ერთად არის ჩამოყალიბებული შემადგენლობაზე, მაშინ არ მესმის რატომ უნდა მომხდარიყო ერთი კვირით გადადება. უფლებამოსილების არსებობა არ ნიშნავს, რომ ის გამოიყენო, გარკვეული ცვლილებები შეიტანო მთავრობის მუშაობაში. ცვლილებებში ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად მე პირადად დაგეგმილი მაქვს შეხვედრა აფხაზეთთან, რომლის გადადებაც შეიძლება მომიწიოს და სხვა დროს ჩანიშვნა. შესაძლოა მოხდეს ზოგიერთი ვიზიტის გადადება, თუ კი პარლამენტში მთავრობის დამტკიცებას დაემთხვევა“,–აღნიშნა სუბარმა. ცნობისთვის, პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა . მან პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართა, პარლამენტში ნდობის გამოცხადება დაჩქარებულ რეჟიმში მოხდეს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)