07:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 15:20:49, 2138 ნახვა

საზოგადოება
ქინძმარაულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა

ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

61 წლის მამაკაცი  რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის მთავარმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მას სხეულის 50%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

„აღენიშნება თავის, ზემო და ქვემო კიდურების დამწვრობა. ასევე სასუნთქო გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი“, - განაცხადა გუგა  ქაშიბაძემ.

კიდევ ერთ დაშავებულს, 51 წლის მამაკაცს მტევნებზე ზედაპირული დამწვრობა აღენიშნებოდა. მას ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა და სახლში გაწერეს. მესამე დაშავებულის  საავადმყოფოში  გადაყვანა საჭირო არ გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics