14:01 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 14:50:17, 2088 ნახვა

ეკონომიკა
გასპარი: მთავრობა საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ასრულებს

საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ დელეგაციასთან შედგა ნაყოფიერი შეხვედრა.

„ვისაუბრეთ საქართველოს მიერ ბოლო 6 თვის განმალობაში მიღწეულ პროგრესზე, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავია. საკმაოდ კარგი შედეგებია საგადასახადო პოლიტიკასა და შემოსავლების ადმინისტრირებაში. საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.  აღსანიშნავია, რომ ამგვარ პროგრამას ბევრი ქვეყანა ახორციელებს. ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ძალიან მნიშვნელოვან სემინარში „ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია". ამგვარი სემინარების მიზანია, ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილებაზე ისწავლონ საგადასახადო პოლიტიკის უკეთ მართვა. ამ ფორუმზე საქართველო ძალიან ხშირად სამაგალითო ქვეყნად დაასახელეს", - აღნიშნა ვიტორ გასპარმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics