|
2017-10-13 17:30:09, 1786 ნახვა
საზოგადოება
ფერმერები რუსთავსა და მარნეულში გადამზადების კურსს გადიან
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანიის „ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის“ ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ბოლო, რიგით მე-12 ტრენინგი გაიმართა. ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 35-მდე ფერმერმა 2 კვირიანი ტრენინგი რუსთავსა და მარნეულში გაიარა. ფერმერები ბოსტნეულის მოყვანისა და მზის სათბურების მშენებლობის ჩინურ ტექნოლოგიებს გაეცნენ, რომელიც ენერგო ეფექტური და ეკონომიურია. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში საქართველოში 500, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 80 ფერმერმი გადამზადდა. ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა. პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ პირველი ფაზა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დამთავრდება. პროექტის მეორე ფაზა მარნეულსა და წყალტუბოს რეგიონებში მზის სათბურების და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას გულისხმობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)