|
2015-05-01 13:30:48, 692 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა Global Finance -ის ჯილდო მიიღო
გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“ მიღების თაობაზე განაცხადა. ჟურნალმა Global Finance, მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით მე-16-ედ გამოავლინა. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა. „მხოლოდ მიმდინარე წელს, გალტ & თაგარტმა შეასრულა განმთავსებლის როლი EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებაში, ისევე როგოროც „m2 უძრავი ქონების“ ობლიგაციების გამოშვებაში, რომელიც გახლდათ ყველაზე მსხვილი საჯარო ფიქსირებული შემოსავლის მქონე განთავსება საქართველოში ამ დრომდე. ხსენებული პრესტიჟული ჯილდოს მიღება არის გალტ & თაგარტის წამყვანი როლის აღიარება, საქართველოში კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის განვითარებაში,“ განაცხადა გალტ & თაგარტის თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძემ. ცნობისთვის, Global Finance დაფუძნდა 1987 წელს, უშვებს 50,050 ეგზემპლარს და ყავს მკითხველი 180 ქვეყანაში. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 28 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)