|
2017-10-10 14:28:08, 1870 ნახვა
საზოგადოება
ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, საკრებულოში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებიან
თბილისის საკრებულოს რესპუბლიკური პარტიის წევრის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საკრებულოს შენობაში იმყოფებიან და ფარულ ვიდეო გადაღებას ახორციელებენ. კერძოდ, სამნიძე ჟურნალისტებთან პირად საუბარში ამბობს, რომ დაინახა, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომელი, რომელიც შენობის ფანჯრიდან გარეთ მყოფ აქციის მონაწილეებს ვიდეოს უღებდა. ცნობისთვის, დღეს საკრებულოს სხდომაზე ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისში ორ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი წესით გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ. საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად უნდა გადაეცეს საკუთრებაში, ხოლო თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად -1 ლარად მოხდება. დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)