|
2017-10-09 14:54:31, 2060 ნახვა
საზოგადოება
შუახევის გამგეობა უკიდურესად გაჭირვებულ 11 ოჯახს სახლს შეუსყიდის
„უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, სადაც სულ 41 მოქალაქის განცხადება განიხილეს, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე ესწრებოდა. კომისიის წევრებმა ადგილზე მისვლით შეისწავლეს აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა, რაზეც წყალსაყრის, შუბნის, ოლადაურის, ბარათაულის, დღვანის, უჩამბის, შუახევის და ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეირჩა ოჯახები, რომლებიც ისარგებლებენ აღნიშნული პროგრამით, ხოლო ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში კომისიის გადაწყვეტილებით მოხდება განმეორებითი შესწავლა. „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ფარგლებში 11 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის შესყიდვას. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 119 000 ლარს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)