|
2017-10-08 10:37:43, 1980 ნახვა
საზოგადოება
10 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით უმეტესად ნალექიან ამინდებს პროგნოზირებენ
10 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს უმეტესად უნალექო ამინდი და +25 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 9 ოქტომბერს +27 გრადუსი იქნება, 10 ოქტომბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, 11 ოქტომბერს +21 გრადუსი და უმეტეს რაიონებში წვიმააა ნავარაუდევი. დღეს დედაქალაქ თბილისში +12 გრადუსი სითბო ფიქსირდება, დღე უნალექოდ ჩაივლის, 9 ოქტომბერს +25 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 10 ოქტომბერს +23 გრადუსი იქნება, შესაძლებელია წვიმა, 11 ოქტომბერს +18 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს +32 გრადუსი სითბოა, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 9 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება, ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, 10 ოქტომბერს +21 გრადუსი იქნება, ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, 11 ოქტომბერს +21 გრადუსი იქნება, ზოგან იწვიმებს. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)