|
2017-10-03 12:54:28, 1776 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ანტიკორუფციული აკადემიას ქართულ რეფორმებს აცნობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) წევრი სახელმწიფოების მეექვსე ასამბლეას ქართული ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბარამიძემ სხვადასხვა ანტიკორუფციული რეიტინგის მიხედვით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, საქართველომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის დონის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, რასაც არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოსთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს მთავრობის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს და ღია გახადოს საჯარო მმართველობა. შესაბამისად, ქვეყანა აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ანტიკორუფციულ აკადემიასთან, თანამშრომლობას. ასამბლეის წევრებმა მოისმინეს საქართველოს, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყნის, მიზნები. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კორუფციის დაბალი დონე და ამ კუთხით გატარებული რეფორმები გახდა სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო „OGP"-ის თავმჯდომარე გახდა და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც 75 ქვეყანაა. ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) წევრი სახელმწიფოების ასამბლეას ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ზურაბ სანიკიძე დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა აკადემიის მომდევნო პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს; დაამტკიცეს აკადემიის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა და 2017 წლის მეორე ნახევრისა და 2018 წლის ბიუჯეტი. საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას 2015 წელს შეუერთდა, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)