|
2017-10-02 19:36:39, 2011 ნახვა
საზოგადოება
დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტი დღეს უწყებათაშორის კომისიაზე განიხილეს
„შენების მოძრაობის" წარმომადგენელმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიაში თემურ ნერგაძემ კომისიის წევრებს დმანისში არსებული ვითარება გააცნო. მან კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს მოკვლევის შედეგები წარუდგინა. „კომისიას მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაც ადგილზე მოვიპოვეთ. ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს, რომ მათ აიძულებენ ყურანზე დაფიცებას იმის დასადასტურებლად, რომ ხმას ნამდვილად „ქართული ოცნების" კანდიდატს მისცემენ. კომისია შეისწავლის აღნიშულ საკითხს, განახორციელებს მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას" - აცხადებს უწყებათაშორისი კომისიის წევრი, თემურ ნერგაძე. "შენების მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა სხდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნული ფაქტი დაგმო. „პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს,რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემს ხმას. ეს არის დასაგმობი" - აღნიშნა თეა წულუკიანმა. „შენების მოძრაობის" მიერ ფაქტის გახმაურების შემდეგ ყურანზე დაფიცების ფაქტების შესასწავლად ადგილზე ეუთოს წარმომადგენელებიც იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)