|
2017-10-02 18:28:13, 1981 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებს ჩაწერს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს შექმნის. ამ საკითხზე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ბადრი მაისურაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული არქივი საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ჩანაწერებს საკუთარ ფონდებში შეინახავს. მკვლევართა დარბაზის მეშვეობით მასალა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ოპერის თეატრი არქივს გადასცემს სპექტაკლების აფიშებს, პროგრამებს და ყველა სხვა მედიამასალას. ამით, ერთი მხრივ, გაიზრდება ოპერის სახელმწიფო თეატრის დოკუმენტების დაცულობა და, მეორე მხრივ, გამდიდრდება ოპერისა და ბალეტის თეატრის საარქივო ფონდი, რომელსაც ეროვნული არქივი ინახავს. აღსანიშნავია, რომ არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილის ინიციატივითა და ოპერის თეატრის სახელით ეროვნულ არქივს გადაეცემა 1974-79 წლების თბილისის ოპერის თეატრის შენობის აღდგენა-რესტავრაციის სრული საარქივო მასალა (გეგმები, ნახაზები, კონცეფცია და სხვა დოკუმენტაცია).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)