18:12 - 04 Jul, 2026
|
2017-10-02 13:08:18, 1867 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება
ნაძალადევის რაიონში, ზვარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და გზის სავალ ნაწილზე, 2 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გზის რეაბილიტაციის პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს. ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 300 მ სიგრძეზე წყალსადენის ცენტრალური ქსელი შეცვალა, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასევე, გამგეობის დაფინანსებით, ზვარეთის ქუჩის მეორე მხარეს გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)