|
2017-10-02 09:50:11, 1846 ნახვა
საზოგადოება
"ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში ეროვნულ გალერეაში ორი უნიკალური გამოფენა გაიმართება
პროექტ ,,ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში, 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში საქართველოს დედაქალაქი ორ უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაცაერთიანებთ სახელწოდება "უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი -სილამაზე, კარავაჯო - სინათლე." გამოფენა "Venus pudica" განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთანდა კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით.წარმოდგენილი იქნება ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული "ვენერა",რომელიც შექმნა რენესანსის ეპოქისა და ფლორენციული ჰუმანიზმისბრწყინვალე წარმომადგენელმა და გენიალურმა მხატვარმა სანდრობოტიჩელიმ. გამოფენა "Opera omnia" კი აერთიანებს შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს40 შედევრის რეალური ზომების მქონე და მაღალი რეზოლუციის ციფრულრეპროდუქციებს. გამოფენების გახსნასთან დაკავშირებით, დღეს, 2017 წლის 2 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (მის: ა.ფურცელაძის ქ. 1) დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელშიცმონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისმინისტრი, ეკონომიკის სამინისტროს ქვეყნის ბრენდის განვითარებისდეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმისდირექტორი და იტალიის ელჩი საქართველოში. პრესკონფერენციისდასრულების შემდგომ, დაგეგმილია გამოფენებისთვის მზადებისპროცესის გადაღება დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)