16:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 14:53:28, 2079 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან აქციას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 14:00 საათზე, თბილისის მერიასთან აქციას გამართავს.

ამის შესახებ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ ხელისუფლებას და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ნახევარი თბილისი. ორშაბათს 14:00 საათზე, ვიკრიბებით თბილისის მერიასთან. ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს, ვინც უჭერს მხარს თბილისს. ჩვენ ვეუბნებით არას თბილისში გამეფებულ უკანონობას და ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულომ  გუშინდელ სხდომაზე პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics