|
2017-09-29 11:36:14, 1934 ნახვა
საზოგადოება
მესტიაში დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმი გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მესტიაში გამართულ დევნილთა საარსებო წყაროების ფორუმს დაესწრო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს საარსებო წყაროების მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნეს. უწყების ცნობით, დევნილებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში ჩართულიყვნენ. დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის მსურველი დევნილების განაცხადები, იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა ადგილზე ჩაიბარა. სააგენტო დევნილებს მცირე მეწარმეობის დასაწყებად, სოციალური პროექტების განსახორციელებლად და დასაქმებისთვის საჭირო ხელსაწყოების შესასყიდად გრანტებს გადასცემს. მესტიაში გამართულ შეხვედრას დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის, 2016-2017 წლების, სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ფორუმში ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საარსებო წყაროების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)