|
2015-04-30 10:53:15, 417 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და თსუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება წარმოადგენს მიმდინარე წლის 18 მარტს, ქ.სენდაიში, კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ მსოფლიოს უმაღლეს ფორუმზე მიღებული ჩარჩო-პროგრამით საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილ მოთხოვნათა შესრულების პირველ ეტაპს. ჩარჩო პროგრამა, გულისხმობს კატასტროფების პრევენციის, მიტიგაციის, მზადყოფნის, რეაგირების, აღდგენის და რეაბილიტაციის შესახებ ცოდნის შეძენა-გაღრმავებას. ხელშეკრულების გაფორმებით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. მემორანდუმი ასევე, გულისხმობს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირების მოთხოვნების და უსაფრთხოების სწავლების უზრუნველყოფის მიზნით სასწავლო პროგრამების მომზადებასა და მათი დანერგვის ხელშეწყობას. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვიდაც მომზადდება სპეციალური სასწავლო კურსი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის მოსამზადებლად და სათანადო ერთობლივი სწავლების განსახორციელებლად. მაგისტრანტებისთვის კი მომზადდება სასწავლო პროგრამა “საგანგებო სიტუაციების მართვა და უსაფრთხოება”.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)