|
2017-09-28 16:55:18, 1889 ნახვა
კომენტარი
თარხნიშვილი: იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დაფიქსირდება უპრეცედენტო ერთობა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის
"იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას და დაადებს ვეტოს იმ პრინციპულ საკითხებს, რომელზეც შევთანხმდით",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრა იმართება. "არ არის ეს ნორმალური, რომ ვეტო-ს ორ საკითხზე ითხოვენ, მაგრამ არც მოულოდნელია, რადგან ჩვენ ვისმენთ ამას ძალისაგან, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო აბსოლუტურად არაკონსტრუქციული, არაკოლეგიალური, და ფაქტობრივად ის არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკურ ჩიხზე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. შესაბამისად, მოულოდნელი არ უნდა იყოს ეს შეურაცხმყოფელი პოზიცია. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას და დაადებს ვეტოს იმ პრინციპულ საკითხებს, რომელზეც რამოდენიმე ხნის წინ პრინციპულად შევთანხმდით. შეგახსენებთ ეს არის 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, ეს ეხება უზენაეს სასამართლოს, უშიშროების საბჭოს. იმედი მაქვს, რომ დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ის უპრეცედენტო ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ პარტიებს ა და პრეზიდენტს შორის",-განაცხადა თარხნიშვილმა. კითხვაზე უნდა შეხვდეს თუ არა პრეზიდენტი მარტო უმრავლესობას, თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. "მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ასეთი ულტიმატუმების ენით საუბარს არ მოვინდომებდი",-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)