15:20 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 11:54:24, 2150 ნახვა

საზოგადოება
1 ოქტომბერს თბილისის მერიის თასის ფინალი გაიმართება

კვირას, 1 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო მოედნის სათადარიგო სტადიონზე თბილისის მერიის თასის ფინალი გაიმართება.

მერიის თასის გათამაშებაში თბილისის ლიგის უმაღლესი და პირველი ლიგების 30 გუნდი იღებდა მონაწილეობას და ორი ფინალისტი გუნდი ოლიმპიური სისტემით გამოვლინდა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს სამოყვარულო საფეხბურთო კლუბები "ნახალოვკა" და "35-ე თბილისი" დაუპირისპირდებიან. დასწრება თავისუფალია.

„თბილისის მერიის თასი 2017“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

თბილისის ლიგის ოფიციალური პარტნიორი და ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

 ინტერნეტ პორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics