|
2015-04-29 18:04:52, 456 ნახვა
საზოგადოება
„ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი შეხვდა. შეხვედრა პროექტის „პროფესიული არჩევანის“ ფარგლებში გაიმართა. ძირითადი დრო ფოტოგრაფიის ხელოვნებას და მის მნიშვნელობას დაეთმო. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ გოგა ჩანადირის მიერ გადაღებულლი ფოტომასალაც. სტუმარმა შეხვედრის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს დათვალიერებული და ფირზე აღბეჭდილი ისტორიულ-გეოგრაფიული ღირშესანიშნაობების შესახებ უამბო. შეხვედრის მეორე ნაწილში მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების, პროფესიული არჩევანის, ასევე ჰობის შესახებ ისაუბრეს და გარკვეული რჩევებიც მიიღეს. შეხვედრის დასასრულს პროგრამის მონაწილეები შეუერთდნენ ფოტოგრაფის მიერ 21 თებერვალს მშობლიური ენის მსოფლიო დღეს ინიცირებულ აქციას - „დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან“. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი" საქართველოს 13 ქალაქში არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია „პროფესიული არჩევანი“. ამ პროექტის ფარგლებში საინტერესო და წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრა ყოველკვირეულად იმართება.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)