2017-09-27 12:50:45, 2162 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ერთ დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად
„დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ერთიანობას“ ,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ქვეყნის ერთიანობას ვიზეიმებთ.
„პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება რომლითაც იბრძოდნენ ის ადამიანები აუცილებლად ახდება და ერთ დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად“,- აღნიშნა კობახიძემ.
ავტორი: ,