|
2015-04-29 16:47:46, 790 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის გაძვირება ამ ეტაპზე არ იგეგმება
ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კახა კალაძის ინფორმაციით, იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის მოქმედი კომერციული ტარიფი შენარჩუნდება. ამის შესახებ კალაძემ 1 მაისიდან ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფის მოსალოდნელი გაძვირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. „ამ ეტაპზე იურიდიული პირებისთვის არსებული კომერციული ტარიფი შენარჩუნდება. ბუნებრივი აირის სუბსიდირება ხორციელდება და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკ-ში უკვე შესულია განაცხადი და მათ ტარიფის გადასახედად სექტემბრამდე აქვთ ვადა. "სემეკ-ს აქვს ვადა სექტემბრამდე, რომ დაითვალონ, ნახონ კომპანიების მდგომარეობა. შესაბამისად, ეს სემეკ-ის კომპეტენციაა, არავის აქვს უფლება ჩაერიოს, არც მთავრობას, არც რომელიმე დაჯგუფებას“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის კომერციული ტარიფი პირველი მაისიდან 15 თეთრით უნდა გაძვირებულიყო. რაც შეეხება ელექტროენერგიას, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)