|
2017-09-18 22:02:45, 2046 ნახვა
საზოგადოება
ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით, დედაქალაქში შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტი განხორციელდება
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება იქნება, - ამის შესახებ იურისტმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. მისი თქმით, დედაქალაქში შესწავლილია რამდენიმე კრიტიკულადშემჭიდროვებული ადგილი, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია. „დაგეგმილი გვაქვს შვიდი მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელება.ესენია: მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზა და მარშალ გელოვანის ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის გამზირის და ვასილ გოძიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; ვაკე-საბურთალოს რაიონში თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარები; გმირთა მოედნის მიმდებარე გზის გაფართოება; ვაკე-საბურთლოს რაიონში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძი გზაგამტარი; კრწანისის რაიონში ქვედა და ზედა ფონიჭალის დამაკავშირებელი გზა და სარკინიგზო გამტარი გვირაბი; ვაკის რაიონში, მდინარე ვერეში, წყნეთის გზატკეცილისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიდაახლოებით, 300 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები შესრულდება. ხმალაძის განცხადებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა განხორციელდება. „ავტობუსების უმეტესობა ამორტიზებულია. შესაბამისად, მათი მხრიდან ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სწორედ ამიტომ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ავტობუსების ჩანაცვლება-განახლების პროგრამას განვახორციელებთ. პრაქტიკულად, 700 ერთეულამდე ავტობუსის ჩანაცვლებას მოვახდენთ, რაშიც 260 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კერძო სატრანსპორტო საშუალებების ელექტრომობილებით ეტაპობრივად ჩანაცვლებაა, რომლის მიმართულებითაც, არაერთი წამახალისებელი პროგრამა განხორციელდება.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)