06:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-14 23:27:06, 2456 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხანდამაშვილი: კარდენახი ტურისტებისთვის სავიზიტო ბარათად უნდა ვაქციოთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი ქ.გურჯაანის აგრარული და ტანსაცმლის ბაზრისა და სოფელ კარდენახის მოსახლეობას შეხვდა,  რამდენიმე საოჯახო ტიპის მარანსა და ღვინის ქარხანას ესტუმრა.

მერობის კანდიდატმა კარდენახელების პრობლემები მოისმინა. ამასთან, მათ სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„კარდენახს უდიდესი პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოდ ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად,“- აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

მოსახლეობის აზრით, როდესაც მერობის კანდიდატი სტუმრობს თითოეული სოფელს მათი პრობლემების მოსასმენად, ეს ნიშნავს, რომ პირადად საზოგადოებისგან მოისმენს ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს ხალხს.

„სასიხარულოა, როდესაც მერობის კანდიდატი პირადად ეცნობა სოფლებში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ შეხვედრის ეს ფორმა ტრადიციულ სახეს მიიღებს,“ - აღნიშნა კარდენახელმა ქეთევან ხარაიშვილმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics