|
2017-09-13 07:07:54, 1866 ნახვა
საზოგადოება
PSP-მ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო ”სტივი ევერდსი” მიიღო
ქართულმა კომპანია PSP-მ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება ”სტივი ევორდსზე” ნომინაცია ”წლის საუკეთესო რებრენდიგი” გაიმარჯვა. „PSP ჯგუფის” გენერალური დირექტორის გოჩა გოგილაშვილის განცხადებით, აღნიშნული პრიზი წარსულში ისეთმა კომპანიებმა მიიღეს როგორებიც არიან „სამსუნგი“, „ეფლი“, „ფორდი“ და „პროქტერ ენდ გემბელი“. „PSP-მ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ასახელა. ჩვენ უნიკალური ბრენდი შევქმენით, რომელმაც მოწონება დაიმსახურა არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში, არამედ უცხოელებშიც. „სტივ ევორდსის“ დაჯილდოების ექსპერტებმა მოგვანიჭეს უმაღლესი ჯილდო. ჩვენ ვართ გამარჯვებულები. ასეთივე პრიზით დაჯილდოვებულები იყვნენ წარსულში ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან „ეფლი“,სამსუნგი” ”ფორდი”, პროქტერემდგემბელი და ა.შ. რა თქმა უნდა ეს ჩვენი თანამშრომლების და ჩვენი მომხმარებლების დამსახურებაა, ეს დიდი წარმატება რისთვისაც მე მათ მადლობას ვუხდი“,-განაცხადა გოგილაშვილმა. კომპანიის დირექტორმა დასძინა, რომ პირველ ეტაპზე რებრენდირებულია 60 აფთიაქი. „PSP არის 23 წლის კომპანია. ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კომფორტზე. ბიზნესის განვითარებასთან ერთად რა თქმა უნდა გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნებიც. რებრენდიგისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად შევქმენით ახალი კონცეფცია, რომლის სახელიცაა ”უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი“,-აღნიშნა გოჩა გოგილაშვილმა. ამასთან, როგორც PSP-ს მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე გურულმა აღნიშნა, „სტივ ევორდსი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული ბიზნესდაჯილდოვებაა. გურულის განმარტებით, დაჯილდოვებაზე კომპანიებს ჟიურის 200 წევრი აფასებდა. „PSP ლიდერი კომპანიაა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ არამარტო ქართველი მომხმარებლებისთვის გავხდით რჩეულები, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გავხდით გამარჯვებულები. ჩვენ „სტივი ევორდსი“ მივიღეთ კატეგორიაში წლის რებრენდინგი, წლის განახლება.არამარტო ჩვენს თანამშრომლებს და მომხმარებლებს ვულოცავ ამ გამარჯვებას, არამედ სრულიად საქართველოს“,-განაცხადა თორნიკე გურულმა. ცნობისთვის, „სტივ ევორდსი“ ბიზნეს სივრცეში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი, პრესტიჟული და საპატიო დაჯილდოვებაა. 200-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი ხმას აძლევდა მათთვის რჩეულ კომპანიას. მასში 60-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა დარგის კომპანია მონაწილეობას იღებდა. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც „სტივი ევორდზე“ ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა. ექსპერტების შეფასებით, PSP-ს რებრენდინგმა მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული აღიარება და მოწონება დაიმსახურა. ექსპერტების შეფასებით, ეს არის წარმატებული და შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც მთლიანად დარგის ბაზარს განვითარებისკენ უბიძგებს 2017 წლის „სტივი ევორდსის“ გალა-დაჯილდოვება 21 ოქტომბერს ესპანეთში ქალაქ ბარსელონაში გაიმართება, რომელზეც PSP-ს ჯილდო გადაეცემა „წლის საუკეთესო რებრენდინგი/განახლება. PSP-მ რებრენდინგი გასულ წელს დაიწყო. ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ სამი ნაწილისგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა, ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახის ზრუნვისთვის“. დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. რებრენდინგმა ქართველი მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. (R)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)