02:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 08:38:13, 2206 ნახვა

საზოგადოება
პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 1 600 ხე-მცენარე დაირგვება

თბილისის მერია პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და უკეთ ორგანიზების მიზნით, მიცკევიჩის ქუჩის კუთხეში მდებარე გაჩერება მოპირდაპირე მხარეს გადაინაცვლებს. შშმ პირთათვის მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პანდუსი.

ახალი გაჩერება მოეწყობა პეკინი-მიცკევიჩის კვეთაზე არსებულ უსაფრთხოების ახალ კუნძულზე.  ორივე გაჩერება ერთ კვადრატში მოექცევა და ქვეითთა გადასასვლელებიც შესაბამისად დაიხაზება.

ახალი გაჩერების მოსაწყობად ტერიტორიაზე ერთი ძირი ნეკერჩხლის მოჭრა გახდა საჭირო. პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, დაირგვება 1 600 ხე-მცენარე, მათ შორის, ყველა იმ ადგილას, სადაც ადრე ჭადრის ხეები იყო, კვლავ ჭადრები დაირგვება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics