|
2015-04-28 14:49:32, 579 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის, იუსტიციის მსმენელთა მე-11 ჯგუფის 8 მსმენელს სერტიფიკატები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე/თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ გადასცეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა,კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი, რომელიც დაამთავრებს იუსტიციის უმაღლეს სკოლას დაინიშნება მოსამართლედ. „მსგავსი კონკურსის გასავლელად კანდიდატმა უნდა ჩააბაროს გამოცდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაივლიან სწავლების სრულ კურსს. ამის შემდგომ ხდება ისევ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ყველა ის კანდიდატი, რომელიც დაამთავრებს იუსტიციის უმაღლეს სკოლას დაინიშნება მოსამართლედ. მინდა მათ წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-11 ჯგუფის 8 მსმენელმა წარმატებით დაასრულა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელთა 10 თავიანი სასწავლო პროგრამა. იუტიციის უმაღლეს სკოლაში მათი სრული სასწავლო კურსის ვადა განისაზღვრა „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებმა 10 თავიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარეს, როგორც პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული სწავლება, ასევე სავალდებულოა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასემინარო მუშაობა და წარმატებით ჩააბარეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდა, მათი მონაცემები იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაშია შეტანილი.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)