|
2017-09-08 04:56:24, 2312 ნახვა
ეკონომიკა
კომისია შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარს იხილავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ სს „თიბისი ბანკის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო. როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, სს „თიბისი ბანკი“ სადავოდ ხდის შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ფიზიკურ პირზე შემდეგ ინტერნეტ დომენების გაცემის ფაქტს: mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge. „სს “თიბისი ბანკი” საჩივარში მიუთითებს, რომ ბანკს დაუკავშირდა მოქალაქე და ზემოაღნიშნული ინტერნეტ დომენების მიყიდვა შესთავაზა. საჩივრის ავტორის განცხადებით, სს „თიბისი ბანკი“ საქპატენტში დარეგისტირებულ განსაკუთრებულ უფლებას ფლობს შემდეგ სასაქონლე ნიშნების სიტყვიერ ნაწილებზე: TBC BANK და TBC, შესაბამისად, ბანკს აქვს სრული უფლება აუკრძალოს ნებისმიერ მესამე პირს ამ სიტყვათა იდენტური ან/და მსგავსი სიტყვების გამოყენება. საჩივარში ასევე, აღნიშნულია, რომ „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არავის აქვს უფლება გამოიყენოს ტერმინი „ბანკი“ ან სხვა სიტყვათაწყობა ამ ტერმინის გამოყენებით ამ კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის გარეშე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სს „თიბისი ბანკი“ ითხოვს კომისიამ დაავალოს შპს „კავკასუს ონლაინს“ შემდეგი ინტერნეტ დომენების - mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge რეგისტრაციის გააუქმება, ხოლო აღნიშნული დომენების მფლობელი მოქალაქე ცნოს საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევად“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება გამოქვეყნდება და მხარეებს საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება ექნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)