23:37 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 08:29:05, 2289 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საზაფხულო ბანაკში არტმარათონი ჩაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“, ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მდებარე ბანაკში არტმარათონი ჩაატარა.

ბანაკი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, კოლეჯ ,,აისის“ ბაზაზე დღეს დაიხურება.

პროექტის ფარგლებში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლები შეხვდნენ საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, გააცნეს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე ახალგაზრდული პროგრამები. პროექტის მიზანია მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ღონისძიებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო, რომელმაც არტ-მარათონში გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში 14-17  წლის 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის  ცენტრის"  ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics