|
2017-09-06 05:44:12, 2137 ნახვა
კომენტარი
კახა კუჭავა: ხაზგასასმელია კლიმატის ცვლილებები და ის შედეგები, რომელსაც ჩვენ მომავალშიც უნდა ველოდოთ
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიმდინარე წელს ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. როგორც მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თვალშისაცემია ხანძრების რაოდენობა და ჩნდება კითხვები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თუმცა, კახა კუჭავა ასევე ყურადღებას ამახვილებს ზოგადად კლიმატის ცვლილებებზე და იმ შედეგებზე, რომლებიც, მისივე განმარტებით, მომავალშიც მოსალოდნელია. „მინდა გამოვეხმაურო წელს არსებულ მდგომარეობას, რომელიც უკავშირდება ტყის მასივებში გაჩენილ ხანძრებს. პირადად ვიმყოფებოდი განსაკუთრებით აგვისტოს თვეში ყველაზე ცხელ კერებში და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არა ძალიან სწორად დაგეგმარებული პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც უკავშირდებოდა ხანძრის ჩაქრობის სალიკვიდაციო სამუშაოებს, რომელიც საგანგებო შტაბმა მიიღო, და ძალიან გულმოდგინე და თავდადებული მუშაობა ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ზიანის მასშტაბები გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა. ხანძრის გავრცელების მასშტაბებს თუ ავიღებთ, შეიძლება ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენიმე სხვა ხანძარი უფრო დიდი მასშტაბის იყო, მაგრამ აქ უფრო თვალშისაცემია რაოდენობრივად ის კერები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყო. ვთვლი, რომ კითხვები ჩნდება, რა შეიძლება იყოს მიზეზი, თუმცა აუცილებელია, ხაზი გავუსვათ იმ ზოგადად ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებებს და იმ შედეგებს, რომელსაც ჩვენ უნდა ველოდოთ მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადებს საბოლოო შედეგებს“,-აღნიშნა კახა კუჭავამ. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა და ასევე პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს ამ პროცესში ეხმარებიან. კახა კუჭავას შეფასებით, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ხელფასებზე ზრუნვა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში არიან ჩართული, რათა თანხობრივი მოცულობა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი იყოს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)