|
2017-09-04 06:37:35, 2361 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „სილქნეტმა"„თიბისი კაპიტალთან" ერთად 34 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
„თიბისი კაპიტალმა" კომპანია „სილქნეტის" ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება. „სილქნეტის" ობლიგაციების ვადა 5 წელია. წლიური კუპონი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%-ია. ობლიგაციები საქართველოში არსებულმა ბანკებმა შეიძინეს. „მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორს და წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს საქართველოში მსხვილი ემისიის განხორციელებაში დავეხმარეთ. აღნიშნული ემისია კომპანიის ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს,"- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. „ამ ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში „სილქნეტის" სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე და ამავე დროს კაპიტალის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას გვიწევს ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი კაპიტალია". მნიშვნელოვანია, რომ სწორედ „სილქნეტია" სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ის ქართული კომპანია, რომელმაც პირველმა გამოუშვა ლარში ობლიგაციები, "_ განაცხადა კომპანია „სილქნეტის"სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა ილია ენუქაშვილმა. „თიბისი კაპიტალი" თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საინვესტიციო საბანკო ბიზნეს საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი" კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო მომსხურებას. სააქციო საზოგადოება „სილქნეტი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. კომპანიას FITCH-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი. „სილქნეტი" 2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 41% ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30% - ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომხმარებელთა 48% ემსახურება. კომპანიაში დასაქმებულია 1600-ზე მეტი სპეციალისტი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)