|
2017-09-04 05:00:55, 2453 ნახვა
საზოგადოება
საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიგელი გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს მადლობის სიგელი გადასცა. რამინ აბლოთია 60 წელია პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. არის სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ფაზისის საერო აკადემიის წევრი. 1991 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა სოხუმის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი,რომელმაც მოკლე პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მრავალპროფილიანი კადრების მძლავრი მომზადების კერა გახდა. 1993 წელს აფხაზეთში დატრიალებული მოვლენების შემდგომ უნივერსიტეტი ქალაქ ფოთში, ხოლო ფილიალები კი თბილისსა და ზუგდიდში განთავსდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)