|
2015-04-27 16:18:49, 692 ნახვა
საზოგადოება
"არქი ჯგუფი": ხეების მოჭრა კანონის ფარგლებში მოხდა
კომპანია “არქი ჯგუფში” აცხადებენ, რომ თამარაშვილის 13 ნომერში ხეების მოჭრა კანონის ფარგლებში მოხდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა "რუსთავი2"-ს განუცხადა, ხეების მოჭრის ნებართვა შესაბამისმა ორგანომ გასცა. "ახლა რაც ხდება ჩვენს ტერიტორიაზე, მოხდა კანიონის ფარგლებში და შესაბამისმა ორგანომ გასცა ამის ნებართვა.კანონით გათვალისწინებული ყველა სახის ღონისძიება ჩატარდა კომპენსაციისთვის და გარდა ამისა, ჩვენ მივმართეთ მერიას, გამოგვეყოს ტერიტორია, სადაც დავრგავთ ჩვენი ხარჯებით 800-დან 1000-ძირამდე ნერგს.ამასთანავე, 300 ძირი ნერგი უკვე დაირგო იმ ტერიტორიაზე, სადაც ხდება ხეების მოჭრა",-აცხადებენ კომპანიაში "კურიერთან" საუბრისას. ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გამო, რამდენიმე მრავალწლიანი ხე მოჭრეს, 30-მდე ხის მოჭრა კი, იგეგმება. მოსახლეობა ხეების მოჭრაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერსა და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს, ბიძინა გიორგობიანს აკისრებს. ადგილობრივების მხარდასაჭერად იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც იმყოფებოდა. ელისაშვილს თავდაპირველად ტერიტორიაზე, სადაც ხეები მოიჭრა, არ უშვებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატის განცხადებით, ამგვარი ნებართვის გაცემის შემდეგ, ბიძინა გიორგობიანმა და დავით ნარმანიამ თანამდებობები უნდა დატოვონ. თამარაშვილის ქუჩაზე კომპანია "არქი ჯგუფი" ახალ პროექტ "გრინ სითის" ახორციელებს.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)