|
2017-09-01 03:53:54, 2385 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენცია ძალაში შევიდა
დღეიდან, საქართველოში „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენცია ამოქმედდება, რომელიც ასევე ცნობილი არის სტამბოლის კონვენციის სახელწოდებით. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სტამბოლის კონვეციის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში ქალთა უფლებების უკეთ დაცვისა და განმტკიცების გზაზე, კონვენციის ამოქმედება ასევე თვისობრივად გააუმჯობესებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისგან და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოს. "სტამბოლის კონვენცია წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ქალების დაცვას ძალადობის ყველა ფორმისაგან, ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციას, გამოძიებასა და აღმოფხვრას, ასევე ხელს უწყობს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას. კონვენცია ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძალადობის მსხვერპლ ქალებს. დღევანდელი მდგომარეობით კონვენცია ძალაშია ევროპის საბჭოს წევრი 24 ქვეყნისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)