|
2017-09-01 01:12:21, 2051 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ქართველ კალათბურთელებს ახალგაზრდებთან ერთად, თბილისიდან უგულშემატკივრა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში, რომელსაც ისრაელი მასპინძლობს, პირველი შეხვედრა ლიტვის ნაკრებთან გამართა. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, პარტიის ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე, კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდებთან ერთად, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გულშემატკივრობდა. „ძალიან ბევრი ახალგაზრდაა აქ შეკრებილი და ბიჭებს ერთად ვგულშემატკივრობთ. ზოგადად, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, რადგან მგონია, რომ ჯანსაღი ცხოვრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზოგადად, თითოეული თბილისელისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრა ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით - 79:77 დაამარცხა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)