|
2017-08-31 10:19:40, 2290 ნახვა
საზოგადოება
ვარშავის ზოოპარკი თბილისს საჩუქრად ცხოველებს და ფრინველებს გადასცემს
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული თბილისის პარტნიორ ქალაქ ვარშავის ზოოპარკის დირექტორს ანდრეი კრუშევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელზეც ვარშავისა და თბილისის ზოოპარკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი გოგა წერეთელიც იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი თბილისში ახალი ზოოპარკის განვითარების შესაძლებლობებს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს შეეხო. როგორც ვარშავის ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში, იგი თბილისის ზოოპარკის საჭიროებებს შეისწავლის, რის შემდეგაც პოლონური მხარე თბილისს იმ ცხოველებსა და ფრინველებს გადმოსცემს, რომლებიც თბილისის ზოოპარკისთვის პირველ ეტაპზე იქნება აუცილებელი. მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ირაკლი ხუცურაულმა ვარშავის ზოოპარკის ხელმძღვანელს ანდრეი კრუშევიჩს თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ კი აღნიშნა, რომ თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობისთვის ემზადება, რისთვისაც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ასოციაციაში თბილისის ზოოპარკის გაწევრიანების საკითხი 21-22 სექტემბერს დადგება. თავის მხრივ, ანდრეი კრუშევიჩმა განაცხადა, რომ პოლონეთი საქართველოს ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს. ვარშავის ზოოპარკის დირექტორის თბილისში ვიზიტი მიმდინარე წლის ივნისში, დედაქალაქის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის და მერიის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ხუცურაულის ვარშავაში სტუმრობისას დაიგეგმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)