|
2017-08-31 06:18:17, 2271 ნახვა
საზოგადოება
31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა
31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მიულოცა. მან ავღანეთში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდის საშუალებით მიმართა და მათგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. „ქედს ვიხრი ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის წინაშე, ვინც საერთაშორისო მისიების ფარგლებში სიცოცხლე დაკარგა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო დაჭრილების მიმართ. ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანებმა თავი იგრძნონ როგორც ერთიანი ოჯახის წევრებმა. ჩვენ თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს განცდა ჰქონდეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი პატივისცემა, სიყვარული და მოკრძალება თქვენს წინაშე, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მისიას ასრულებდით. მერწმუნეთ, რომ თქვენ ახალ ისტორიას ქმნით. ჯარმა ბორჯომის სიტიქიის დროსაც პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი გამოავლინა. ჩვენმა სამხედროებმა ამოცანები უმოკლეს დროში ღირსეულად შეასრულეს, რაც იმ საერთო წვრთნების დამსახურებაა, რასაც საერთაშორისო მისიიის შესრულებამდე ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავდივართ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღედ გასულ წელს, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაწესდა. 18 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)