19:24 - 03 Jul, 2026
|
2017-08-30 03:59:06, 2307 ნახვა
საზოგადოება
შარტავას ქუჩიდან პეკინის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგა
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღის მეორე ნახევრიდან კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით იქნება დაშვებული. კალანდაძის ქუჩიდან პეკინზე გამომავალ ავტომობილებს მოხვევა ამ ეტაპზე შეეძლებათ მხოლოდ მარჯვნივ - ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას გამზირების შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ტრანსპორტისთვის გაიხსნა. კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობის ძველი სქემით ამოქმედება ამ ღონისძიების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს შარტავას ქუჩასა და ჟვანიას მოედანს ტრანსპორტისგან მნიშვნელოვნად განტვირთავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)