19:24 - 03 Jul, 2026
|
2017-08-28 10:45:52, 2385 ნახვა
საზოგადოება
ვერტმფრენს დღეს თბილისში, ექსპერტიზაზე გადაიტანენ
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი - "მი-8" ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან ამოიტანეს. საფრენი აპარატის წყლიდან ამოტანის სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამაშველო ღონისძიებაში შესაბამისი მძიმე ტექნიკა იყო ჩართული. ვერტმფრენის წყლიდან ამოტანის პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი დაეწრო. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს დღეს თბილისში, ექსპერტიზაზე გადაიტანენ. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური წყალსაცავიდან წყლის აღების დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ავარიული დაშვება განახორციელა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)