|
2017-08-28 04:30:07, 2126 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად მთავრობის წევრები ლოცულობდნენ, შეისმინოს უფალმა მათი ლოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. ამასთან, პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში შეკრები მთავრობის წევრებსაც მიმართა და საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა. "ყველას გილოცავთ დღესასწაულს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს. მისი ლოცვით, მისი ვედრებით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სულიერად საქართველოს იყოს მფარველი ჩვენი ხალხისა, ჩვენი ბავშვებისა, ჩვენი მომავალი თაობისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს ყოველი გაჭირვებული ადამიანი. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენთან ერთად ლოცულობდა მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა, თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა, დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისაგან. დალოცვილი იყავით გაიხარეთ. ჩვენთან ერთს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა. ცნობისთვის, უწმინდესმა და უნეტარესმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)