|
2017-08-25 08:40:03, 2656 ნახვა
საზოგადოება
ოკამის მაცხოვრებელმა სახანძრო-სამაშველო სამსახური გააფრთხილა, რომ ყანის ნარჩენებს ცეცხლს უკიდებდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ყანის ნარჩენებს ცეცხლი წაუკიდა, რის შესახებაც წინასწარ გააფრთხილა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მან თანასოფლელებიც შეკრიბა, რათა ცეცხლი უყურადღებოდ არ დაეტოვებინა. მეხანძრე-მაშველები პრევენციის მიზნით ადგილზე მივიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ცეცხლი უკვე ჩამქრალია და წინასწარ გათვალისწინებულ ტერიტორიას 1 სანტიმეტრითაც არ გასცდენია: „წინასწარ გაგვაფრთხილა, ხალხს გაუკეთა მობილიზება და შემდეგც წაუკიდა ცეცხლი ყანის ნარჩენებს, რომელსაც წვავენ ხოლმე. უყურადღებოდ არ დატოვა. ჩვენც გავედით პრევენციის მიზნით, 1 სანტიმეტრითაც არ გასცდენია ტერიტორიას, სადაც იყო გათვალისწინებული და რაზეც შეგვატყობინა“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)