16:42 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 03:43:12, 2268 ნახვა

საზოგადოება
სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული  ვერტმფრენია ჩართული. გავრცელებული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ დუშეთის რაიონის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა დაუდასტურა. მისივე თქმით,  ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე მონაწილეობს ცოცხალი ძალა. ვაჟა ჩოხელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხდება.

„მუშაობს ვერტმფრენი, ადგილზეა სახანძრო სამაშველო სამსახური, სატყეო სამსახური. მთლიანად მობილიზებულია ყველა. ერთი ვერტმფრენი მუშაობს. ალბათ დღის ბოლომდე მოხდება ლიკვიდაცია“,-განაცხადა ვაჟა ჩოხელმა.

გამგებლის განმარტებით, თვალივში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებული იყო, თუმცა  ქარი ამოვარდა და ცეცხლი გააღვივა.

ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ხანძრის   არეალი არ გაზრდილა და არც მოსახლეობას ემუქრება საფრთხე.

 „არც გავრცელების საშიშროება არაა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზეა  გავრცელებული ხანძარი. ახლა ლოკალიზაცია მიმდინარეობს.  ვერტმფრენი ძალიან დაგვეხმარა“,-აღნიშნა დუშეთის რაიონის გამგებელმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics