|
2017-08-23 12:05:51, 3272 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული კერებისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, ხელისუფლებამ გარკვეული აპარატურა შეიძინა, რომელსაც ცოცხალი ძალა გამოიყენებს. "მოგეხსენებათ, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია, როგორც ავიაციის ასევე ცოცხალი ძალის მეშვეობით. დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად ჩვენი დილანდელი პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა, იყო ძლიერი ქარი, რომელმაც გააძლიერა რამდენიმე კერა. ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშოაბა. ასევე, შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა, რომელსაც ცოცხალი ძალა გამოიყენებს, იმისათვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება შტაბის მუშაობა. დილით გვექნება უფრო ცხადი სურათი. ძალიან ბევრი რამ არის ქარზე დამოკიდებული, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. კითხვაზე - განიხილავს თუ არა პრემიერ-მინისტრი დივერსიის ვერსიას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის. "ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიების განხილვა. ჩემი საქმე არის ის რომ მაქსიმალურ მოკლე პერიოდში სტიქიის შედეგების მინიმიზირება მოვახდინოთ", - დასძინა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)