16:42 - 03 Jul, 2026
|
2017-08-23 09:13:24, 2308 ნახვა
საზოგადოება
დუშეთის მუნიციპალიტეტში ნახანძრალ ტერიტორიაზე ცეცხლის მცირე კერები გაჩნდა
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში, ცეცხლის მცირე კერები მხოლოდ ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ეს ტერიტორია 2 ჰექტარს შეადგენს და ამ ფართობზე ალაგ-ალაგ, ცეცხლის მცირე კერებია წარმოქმნილი, რომელსაც ადგილზე მობილიზებული 25 მეხანძრე-მაშველი აქრობს. „ხანძარს ვერ დავარქმევ, ეს არის ძალიან მცირე კერები, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიაზე წარმოიქმნა. ერთი სანტიმეტრითაც არ გაზრდილა ფართობი. გუშინ და გუშინ წინ სადაც იყო ხანძრის გავრცელების არეალი, ზუსტად იგივე ტერიტორიაა, იგივე ადგილი. ადგილზე ვართ და ვმუშაობთ“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)