|
2017-08-23 06:42:00, 2151 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სტიქიის ზონაში სამხედრო შენაერთების გამოყენების თაობაზე, პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, 2017 წლის 22 აგვისტოს #5 ბრძანების დამტკიცებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი იყო. შეგახსენებთ, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა. პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას დაეთანხმა. მან შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)