2017-08-16 16:09:53, 2485 ნახვა
კომენტარი
გიორგი სიგუა: ტურიზმის დეპარტამენტი არაფერ შუაშია
GEM FEST 2017-ის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას განცხადებით, ფესტივალს სახელმწიფო სტრუქტურებიდან ”ერთი თეთრი არ მიუღია”, - ამის შესახებ სიგუამ "იმედს" განუცხადა.
როგორც სიგუამ აღნიშნა, ფესტივალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია.
”ჩვენ ერთი თეთრი არ მიგვიღია სახელმწიფოს რომელიმე სტრუქტურიდან GEM FEST 2017-ის ფარგლებში. რამდენიმე არტისტს გადაუხადა სახელმწიფომ ფული ფესტივალზე გამოსასვლელად და დასაკრავად. ტურიზმის დეპარტამენტი არაფერ შუაშია. ბევრი სხვადასხვა ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბის დაკავშირება ხდება”, - განაცხადა სიგუამ.
სიგუას ინფორმაციით, ის საქართველოში 2 დღეში დაბრუნდება და პრესკონფერენციას გამართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან