12:12 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-13 18:47:36, 2251 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი: რუსი ოლიგარქის მინისტრმა „ავაკოვთან“ საუბრისას აღიარა, რასაც ყოველთვის ვამბობდი, ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე  Страна.ua-ს  მიერ გაავრცელებულ  აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

„რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა ავაკოვთან  საუბრის დროს აღიარა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ არის გაყალბებული და ატარებს წმინდა პოლიტიკურ ხასიათს. ივანიშვილს ეშინია საქართველოში ჩემი ჩასვლის, რადგან ქართველი ერი, რომელსაც უკვე საკმარისი მასალა აქვს ჩემი მმართველობის ოლიგარქიულ ჩაგვრასთან შესადარებლად, გამოვა ქუჩაში და მოაშორებს მათ, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში. მაგრამ, მე მაქვს უახლესი გეგმები, დაკავშირებული უკრაინასთან და მის გათავისუფლებასთან მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან," - აღნიშნავს  სააკაშვილი.

ცნობისთვის, Страна.ua-მ გაავრცელა  აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსი პრანკერები ამბობენ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. 

შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. 

უწყების პრესსამსახურის განმარტებით, უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics